“ქართულ ოცნებას” უნდა დასავლური ფულიც, ოღონდ თავისი წესებით. უნდა, რომ კარგად იყოს დასავლეთთან, მაგრამ თან ავტორიტარიზმიც ჰქონდეს და რუსეთთანაც იყოს, – ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ქვეყანასთან ერთად საკუთარი თავიც უფსკრულისკენ მიჰყავს.
“ქართული ოცნება” ყველანაირ ზღვარს არის გადასული და როდესაც ამ ყველაფრის სამართლებრივ ახსნას ვცდილობ, ცოტა მეუხერხულება იმიტომ, რომ მათ არცერთ გადაწყვეტილებას იურიდიული ახსნა არ აქვს. მათი ნებისმიერი ქმედება არის პასუხი საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.
“ქართულ ოცნებას” უნდა დასავლური ფულიც, ოღონდ თავისი წესებით. უნდა, რომ კარგად იყოს დასავლეთთან, მაგრამ თან ავტორიტარიზმიც ჰქონდეს და რუსეთთანაც იყოს. ეს ორი ერთად ვერ გამოდის, ამიტომ იმის საპასუხოდ, რომ დასავლეთი მათ ეუბნება, რომ ექნება მხარდაჭერა, თუ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებ, მაშინ კეთილი ინებე და დალაგდი ჩემთან.
სენატის გუშინდელი გადაწყვეტილებაა იყოს, რომ ჩემთან ურთიერთობის დალაგება ასე მარტივი არ არის და არ გამოგივაო. დიახ, “ქართულ ოცნებას” ძალიანაც უნდა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები დაალაგოს, მაგრამ უნდათ საკუთარი პირობებით. ასე ურთიერთობები არ გამოდის და ამით არამარტო ქვეყანა მიჰყავთ უფსკრულისკენ, არამედ საკუთარ თავსაც უფსკრულში ჩააგდებენ”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.