ბრიტანეთში კარგად იციან, რომ მათ გარდა კიდევ სხვა ადამიანები არიან პასუხისმგებელი ყველაფერში, ეს არის დასაწყისი და მოჰყვება გაგრძელება აუცილებლად, – ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრ მაღალჩინოსანზე გავრცელდება სანქციები.
“ორი მათგანი არის შსს-ს მაღალჩინოსანი, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან სისხლის ღვრაზე, ფიზიკურ ძალადობაზე, სისხლიან ღამეებზე და არაერთი პირის მიმართ სრულიად უკანონოდ ძალის გამოყენებაზე და მეორე მხრივ, აქ ვხედავთ გენერალურ პროკურორს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, რომლებმაც ამ დანაშაულების გამოსაძიებლად არაფერი გააკეთეს, მათ პირდაპირ დააფარეს ხელი წინა ორის მიერ დაორგანიზებულ დანაშაულს.
ბრიტანეთში კარგად იციან, რომ მათ გარდა კიდევ სხვა ადამიანები არიან პასუხისმგებელი ყველაფერში, ეს არის დასაწყისი და მოჰყვება გაგრძელება აუცილებლად”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა – სიაში არიან შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, კარლო კაციტაძე, გიორგი გაბიტაშვილი.