კახა კუჭავა კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა, ეს არის დარღვევა და საია-მ საჩივარი გადააგზავნა შესაბამის საოლქო კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნის შიგნით ყოველგვარი კამპანია აკრძალულია.
“პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა როგორც მედიით გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ეს ბუნებრივია, არის დარღვევა, ვინაიდან საარჩევნო უბნის შიგნით აკრძალულია ყოველგვარი კამპანია. შესაბამისად, საია-მ დაწერა უკვე საჩივარი და გადააგზავნა ელექტრონული რეესტრის საშუალებით შესაბამის საოლქო კომისიაში“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.