spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა სიმონიშვილი – კანონში არსად არ წერია, თვითმკვლელობის უფლება რომ გვაქვს, საკუთარი სამართლის წიგნს წერს, თავი მეფე ჰგონია

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

 

“კანონში არსად არ წერია, თვითმკვლელობის უფლება რომ გვაქვს.

 

სიცოცხლის უფლება თვითმკვლელობის უფლებას არ მოიცავს.

 

სახელმწიფოს არათუ არ აქვს უფლება, არ დაიცვას ჩვენი სიცოცხლის უფლება, არამედ აქვს პირდაპირი ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ეს უფლება იყოს გარანტირებული.

 

ფაქტობრივად ყოველდღიურად საკუთარი სამართლის წიგნს წერს, თავი მეფე ჰგონია”, – წერს ნიკა სიმონიშვილი. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები