spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა სიმონიშვილი – მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა სწორედაც თანადგომაზე დგას და ამას კრძალავს “ქართული ოცნება”

მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა სწორედაც თანადგომაზე დგას და ამას კრძალავს “ქართული ოცნება” და ამას ებრძვის, – ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოლიდარობა და ადამიანის გვერდში დგომა, ფაქტობრივად, დასჯადად გამოაცხადეს.

“ქართული ოცნება” ებრძვის არა მარტო ნორმალურობას და სამართლიან საზღვრებს კი არ გადადის მხოლოდ, არამედ ადამიანობასაც, ადამიანურობას ებრძვის ზოგადად და თანადგომას, ემპათიას ებრძვის. სოლიდარობა, გვერდში დგომა, ფაქტობრივად, დასჯადად გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურამ. ეს წარმოდგენა, რაც დადგეს ემსახურება “ქართული ოცნების” დღის წესრიგს.

მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა სწორედაც თანადგომაზე დგას და ამას კრძალავს “ქართული ოცნება” და ამას ებრძვის”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“, ა(ა)იპ „ფროსფერითის“, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები