spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა სიმონიშვილი – პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიები აღარ დაგვრჩება და  პოლიტიკური პროცესით რამის შეცვლა შეუძლებელი იქნება

ფაქტობრივად, მთელი ოპოზიცია არის ბოიკოტში ამ პოლიტიკური პროცესების და გარკვეულ პროცესებში საერთოდ გამოთიშულიც კი არის, ამას ბოიკოტი აღარ ჰქვია, –  ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია, რომელიც არ იქნება ივანიშვილისთვის მისაღები, აკრძალავს.

“დიქტატურის ჩაბეტონება და ჩაშენება უნდა ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, მთელი ოპოზიცია არის ბოიკოტში ამ პოლიტიკური პროცესების და გარკვეულ პროცესებში საერთოდ გამოთიშულიც კი არის, ამას ბოიკოტი აღარ ჰქვია, მაგრამ ამ ბოიკოტით ვიღებთ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფორმალურად, იურიდიულად ძალაუფლების კონსოლიდაცია სრულად მოახდინა და ამ ძალაუფლების კონსოლიდაციით მას შეუძლია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არ იქნება მისთვის მისაღები, აკრძალოს. შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიები აღარ დაგვრჩება, პოლიტიკური პროცესით რამის შეცვლა შეუძლებელი იქნება”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები