spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს თავისუფლების 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით აღკვეთა მიესაჯათ.

 

მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. 

 

მოსამართლის განმარტებით, ჯგუფურობა ნამდვილად იყო და ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. საქმის არსებითი განხილვის პროცესში ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებდა.

 

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან დაკავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები