spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი 15 დეკემბერს ბრიუსელში შეხვდებიან

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან. 

 

განცხადება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გაავრცელა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შეხვედრა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში 15 დეკემბერს გაიმართება.

 

შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრის დროს სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის თავდაცვის მინისტრების დონეზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები