ეუთო აგრძელებს რომან სუშენკოს დაპატიმრების საქმის მონიტორინგს, მაგრამ ჟურნალისტის შემთხვევის შესახებ ინფორმაციის ევროპული მედიასაშულებებით გავრცელება აუცილებელია. ამის შესახებ Front News-ს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგნელობის პროექტების ბიუროს ხელმძღვანელმა ნიკოლა ებნოტერმა განუცხადა.
“ჩვენ ვიცით რომან სუშენკოს საქმის შესახებ და დაკვირვებას ვაგრძელებთ, სასურველი შედეგის მისაღებად კი საჭიროა ვისაუბროთ ამის შესახებ ფართო საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან კონტაქტი დავამყაროთ”, – მიიჩნევს ებნოტერი.
უკრაინელი ჟურნალისტი 2016 წლის 30 სექტემბერს მოსკოვში დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, სუშენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია.
Front News-თან საუბრისას ჟურნალისტის ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განაცხადა, რომ რომან სუშენკო 2017 წლის ბოლომდე უნდა შეიწყალონ, საქმის არსებითი განხილვა კი შემოდგომაზე უნდა დაიწყოს.