spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლა სარკოზი – აუცილებელია საქართველო და უკრაინა ესაუბრონ რუსეთს, მათთან საუბარი რთულია, მაგრამ შესაძლებელი

კიევი: საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს და უკრაინას ურჩევს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იყვნენ.

 

ამის შესახებ სარკოზიმ ოდესაში განაცხადა, სადაც ის ევროპული რეგიონების ასამბლეის VII შავი ზღვის სამიტზე იმყოფებოდა.

 

“ამას ვერავინ ვერ გეტყვით სხვა, რომ მხოლოდ დამოკიდებული უნდა იყოთ თქვენს თავზე, თქვენ ვერავინ ვერ დაგეხმარებათ, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც ამერიკის ორი კრეისერი შემოსული იყო, მაგრამ მათ ვერანაირი ქმედითი დახმარება ვერ გაუწიეს საქართველოს და მხოლოდ და მხოლოდ მე მივაღწიე შედეგს მოლაპარაკებების ხარჯზე. აქედან გამომდინარე შეიძლება რუსეთის ხელისუფლების პირველ პირთან საუბარი, რაც დაადასტურა მან იმით, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულა.

 

მეზობლებს ჩვენ არ ვირჩევთ, უნდა გვქონდეს მათთან კონსტრუქციული ურთიერთობა, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია და საფრანგეთის მაგალითი, როდესაც ხდებოდა გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპირება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით აქვთ კეთილმეზობლური და თბილი ურთიერთობა. აუცილებელია თქვენც (საქართველო-უკრაინა) ესაუბროთ რუსეთს, მათთან საუბარი რთულია, მაგრამ შესაძლებელი”, – განაცხადა სარკოზიმ.

 

საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტის სამიტზე გამოსვლის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები გასაიდუმლოებულია, მასალა Front News-მა დამსწრე პირებისგან მოიპოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები