თბილისი და მოსკოვი ერთმანეთში რევერანსებს ცვლიან რუსეთის დაუსჯელობის ფონზე, იმის ფონზე, რაც რუსეთმა ჩაიდინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაცია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
“მმართველი პარტიის ხელმძღვანელი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების საპასუხოდ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერდა იმის გამო, რომ საქართველო დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ უერთდება. თბილისი და მოსკოვი ერთმანეთში რევერანსებს ცვლიან რუსეთის დაუსჯელობის ფონზე, იმის ფონზე, რაც რუსეთმა ჩაიდინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირში წევრობისკენ.
უკრაინა როგორც ხელისუფლების, ისე ხალხის დონეზე – ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით მისი ისტორიის ზოგიერთ ურთულეს დღეებში. უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან რუსეთის მცდელობის ფონზე, გაანადგუროს უკრაინელები გენოციდურ ომში, პოლიტიკური უზნეობაა.
ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიც შედის”, – წერს ნიკოლენკო.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Foleg.nikolenko.50%2Fposts%2Fpfbid0pMB6dYPycg2FLyDcAiXVY1TugArNKt94NmtCraicMUHdsssKoKKpiR1mupbFJBHSl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>