spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლენკო – საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს

ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს.

 

“საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში უკრაინის სპეცოპერაცია იყო – თბილისის ომში ჩართვის მიზნით. რა სახის ინსინუაციებს არ მიმართავს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ამასთანავე, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. 

 

ჩვენ კვლავ მოვითხოვთ სააკაშვილთან უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის დაშვებას. ასევე მოგიწოდებთ უზრუნველყოთ უკრაინის მოქალაქე სათანადო სამედიცინო დახმარებით, დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის – სააკაშვილის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით”, – აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები