spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლენკო – თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თეზისებს, მტერს არასწორ ადგილას ეძებენ

საქართველოში განაწყენდნენ ბოლო საპროტესტო აქციების მხარდაჭერით, თბილისმა უნდა შეწყვიტოს რუსული პროპაგანდის თეზისების გამეორება, რადგან ქვეყანა არასწორ ადგილას ეძებს მტერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო წერს.

 

“თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თეზისებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში, სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში“, – წერს ნიკოლენკო.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, უკრაინა უარყოფს მსგავს ინსინუაციებს, რადგან მათ არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან და ამასობაში საქართველოს ხელისუფლება არასწორ ადგილას ეძებს მტერს.

 

“დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მტკიცე მეგობრობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის”, – წერს ნიკოლენკო.

 

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც იქნება ქართველი ხალხის მეგობარი და უსურვებს მათ არ შეწყვიტონ ევროპული მომავლის განვითარება.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები