spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნიკოლოზ და ამირან გამყრელიძეები ალბათ, ოჯახში გაარკევენ, რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი და რას თვლის ბატონი ამირანი საჭიროდ”

ნიკა გამყრელიძე არ არის ჩემსა და ბატონ ამირანს შორის უთანხმოების საბაბი, ვინაიდან ჩვენ შორის უთანხმოება არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში,  გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

„წინა ჩართვაში, როცა მკითხეს, არსებობს თუ არა უთანხმოება ჩემსა და ბატონ ამირან გამყრელიძეს შორის, მინდოდა მეკითხა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩვენ შორის უთანხმოების საბაბი. თქვენ კითხვაში მე ამოვიკითხე, რომ თურმე, ეს საბაბი შეიძლება იყოს ნიკა გამყრელიძე. მინდა, ვთქვა, რომ ნიკა გამყრელიძე არ არის ჩემსა და ბატონ ამირანს შორის უთანხმოების საბაბი, ვინაიდან ჩვენ შორის უთანხმოება არ არსებობს. ბატონი ნიკოლოზი და ბატონი ამირანი ალბათ, ოჯახში გაარკევენ იმას, თუ რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი და რას თვლის ბატონი ამირანი საჭიროდ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სამთავრობო გუნდმა, ვინაიდან ისიც არის ერთ-ერთი მთავარი საბჭოს მთავარი ფიგურა, რომელიც უკვე ერთი წელია, სამთავრობო გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა უთანხმოება, ან აზრთა სხვადასხვაობა მასა და ამირან გამყრელიძეს შორის, რაც თავად ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად უარყო, მაგრამ ამ შესაძლო უთანხმოებაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადების შემდეგ, როდესაც ის სამთავრობო უწყებებს ვაქცინაციის გააქტიურების კუთხით კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევდა და ამბობდა, რომ მინისტრები მწარმოებლებს ოთახებში ესხდნენ და ვაქცინა ასე მოიპოვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები