spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ ყიფშიძე – პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, ვიტყოდი, რომ კრიტიკულია

პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, ვიტყოდი, რომ  კრიტიკულია, რა როდის მოხდება, კაცმა არ იცის, –   ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა

 

მისი თქმით, დროის ძალიან მცირე მონაკვეთია, რომ კიდევ შეიძლება პაციენტის გადარჩენა. 

 

“სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნას გავეცანი და სრულიად ვეთანხმები ყველაფერს, რაც ექიმებმა დაწერეს. პრეზიდენტის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, ვიტყოდი, რომ კრიტიკულია.  რა როდის მოხდება, კაცმა არ იცის.  ეს არის კუნთების განლევა, კახექსია, ნევროზი

 

და ასევე არის კიდევ რამდენიმე სხვა პრობლემა. 

 

ზუსტი დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს ნამდვილი გამოკვლევა არ ჩატარებია, ახლაც ისეთ სიტუაციაში ვართ, ვერცერთი ექიმი ვერ გეტყვით,  რა შეიძლება  მოხდეს. 

 

ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე მონაკვეთი, როცა კიდევ შეიძლება პაციენტი გადავარჩინოთ, რომ გავაგზავნოთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ არა დამძიმებული, არა რეანიმაციიდან, არამედ ახლავე,  ციხიდან“, – განაცხადა ყიფშიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები