spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ ყიფშიძე – პრეზიდენტი რაც კლინიკაშია საჭმელი არ მიუღია

მისი მდგომარეობა  რთულია, რამდენიმე დღეა, საჭმელია არ მიუღია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

 

მისი განცხადებით, ის კლინიკა “ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის სანახავად კვლავ არ შეუშვეს. 

 

მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ უშვებენ არც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ექიმებს. 

 

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, მესამე პრეზიდენტს კლინიკაში ჯერჯერობით მხოლოდ სისხლის ანალიზი ჩაუტარდა. 

 

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ მოხდება  ჩვენი შესვლა და პრეზიდენტის ნახვა.  ექიმებმა რაც გვითხრეს,  არის ის,  რომ მისი მდგომარეობა  რთულია, აქვს საჭმლის მიუღებლობა. საჭმელი არ მიუღია,  რამდენიმე დღეა, რაც კლინიკაშია საჭმელი არ მიუღია. აქამდე ჩატარდა სისხლის ანალიზი მხოლოდ, აღმოჩნდა,  რომ ჩასატარებელია კიდევ დამატებითი რთული კვლევა.  არის რთული მდგომარეობა, რა სიმპტომებიც ჰქონდა და რასაც აცხადებდენ ექიმები, ის სიმპტომები რჩება, ამას ემატება ის,  რომ 4 დღეა კიდევ არ ჭამს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები