spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ ყიფშიძე – როგორც ვხვდები, შაბათს აპირებენ გადაყვანას, რატომ არ უნდა გადავიყვანოთ დღეს? რატომ უნდა მოვიცადოთ რამდენიმე დღე?

ძალიან კარგია მესამე პრეზიდენტის  „ვივამედში“ გადაყვანა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკა ყიფშიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა სავადმყოფოში და არა რუსთავის ციხეში. 

 

“რა ნიშნავს დათქმა,  არ ვიცი,  პრეზიდენტს ჭირდება მკურნალობა და ეს უნდა გაგრძელდებს საავადმყოფოში და არა რუსთავის ციხეში.

 

ორი დასკვნა გვაქვს ჩვენ დღეს, ორივე ძალიან ავტორიტეტული და ძალიან კარგი კონსილიუმების.  ორივე დასკვნა იდენტურია, რომ აუცილებელია პრეზიდენტის მკურნალობა. 

 

მე არ მინახავს ბატონი პრეზიდენტი, ანალიზის პასუხები იცვლება ყოველ წუთში, ამიტომ რა მდგომარეობაშია ახლა,  ვერ გეტყვით. ძალიან კარგია მისი „ვივამედში“ გადაყვანა და რაც შეიძლება სწრაფად.  როგორც ვხვდები,  შაბათს აპირებენ გადაყვანას. თუ მდგომარეობა რთულია, რატომ არ უნდა გადავიყვანოთ დღეს? რატომ უნდა მოვიცადოთ რამდენიმე დღე?“ – განაცხადა ყიფშიძემ. 

 

მისივე თქმით,  მე-5 თვეა, მას არ ეძლევა მესამე პრეზიდენტის ნახვის საშუალება, რისი უფლებაც კანონით აქვს.

 

“არ ვიცი, რა განცხადება იყო იუსტიციის მინისტრის,  საქართველოს კანონმდებლობით თანახმად პირად ექიმს უნდა ქონდეს შესაძლებლობა პაციენტის ნახვის, მაგრამ  მე-5 თვეა უკვე, მე ამის შესაძლებლობა არ მეძლევა“, – განაცხადა ყიფშიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები