spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ ყიფშიძე – თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე

თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება, აღმაშფოთებელი.

 

„აღმაშფოთებელი იყო ეს განცხადება, არ ვიცი, რამდენად აქვს  უფლება გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას ასეთი შეზღუდვების მიღებისა.  თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი-ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის”, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

 

რაც შეეხება ჰოსპიტლის ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მას ამის გამო ადამიანურად გული დაწყდა. 

 

“არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ როცა ვნახე ეს ქალბატონი კამერების წინ, ადამიანურად ძალიან დამწყდა გული”, – განაცხადა ყიფშიძემ.

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები