spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ რურუა – ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ რურუა საპარლამენტო არჩევნებში წაგებას ხელისუფლებას აბრალებს. ის აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა არაკონკურენტულ გარემოში და საქართველოს მთავრობა დღემდე სდევნის მის მომხრეებს. 

“მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაში არის ჩავარდნილი, მას ეშინია ხელისუფლების დაკარგვის და ამიტომ ის ბინძური მეთოდებით გვებრძვის არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ ჩვენი მხარდამჭერებსაც. ჯერ კიდევ, 3 ოქტომბერს, ივანიშვილის პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას აბრალებდნენ. ეს უნიჭო სპექტაკლი მათ იცით რატომ დადგეს? „ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდოდათ, რომ შეეშინებინათ ჩვენი მომხრეები და ამით დეზორგანიზება შეიტანეს ჩვენი პარტიის მუშაობაში, თუმცა ჩვენი პარალიზება ვერ მოახერხეს, რისი გეგმაც მათ ჰქონდათ.

„ქართული ოცნება“ იქცა „კრიმინალების ოცნებად“! ივანიშვილი კრიმინალებს დაჰპირდა, რომ ისინი „თავისუფლედ ისუნთქებდნენ“, თუკი პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობას განახორციელებდნენ ისინი პოლიტიკურ ინდულგენციებს მიიღებდნენ. მე მივმართავ პოლიციელებს, რომ გამოიძიონ 16 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი დანაშაული, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულმა კრიმინალების კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა და სასტიკად სცემა ჩვენი გუნდის წევრი დავით კენჭაძე. ამ ეტაპზე მე თავს ვიკავებ, რომ საჯაროდ დავასახელო კონკრეტული თავდამსხმელების ვინაობა, რადგან შესაძლებელია შემდეგ ისინი გაიქცნენ საქართველოდან, თუმცა მზად ვარ დავეხმარო გამოძიებას დანაშაულის გახსნაში. ასევე გავაფრთხილო პოლიციის მაღალჩინოსნები, რომ მათი მხრიდან დანაშაულზე რეაგირების არ მოხდენა ნიშნავს იმას, რომ ისინიც ამ დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან და მომავალში მათაც მოუწევთ სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობა.

და ბოლოს, მე მინდა ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა ვერ შეძლებს ჩვენს დამარცხებას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია!“-განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ნიკოლოზ რურუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები