spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ სააკაშვილი – მივმართავ კიდევ ერთხელ, მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე

მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე – ამის შესახებ მიხეილ სააკაშილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

 

მისი თქმით, გუშინ სხვა მესიჯი გაუგზავნა შვილს, მაგრამ მან შიმშილობის შეწყვეტაზე უარი უთხრა.

 

“როგორც ექიმმა მივმართე გუშინ, ავუხსენი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. გავუშიფრე – ხალხს სჭირდება შენი ენერგია, დინამიურობა, აზროვნება და შენი სიყვარული სამშობლოსადმი, ზუსტად ასეთი ტექსტი გავუგზავნე. მიშა სუსტი, რაღაც მიზეზების გამო უძლური, ამ ქვეყნისთვის დამღუპველია. მიშა ხალხს ისეთი სჭირდება როგორიცაა და როგორსაც ვიცნობთ. სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა – შენ ჩემი ხასიათი და მიზანსწრაფვა იცი, მე გავალ ბოლომდე. ამიტომ, მივმართავ კიდევ ერთხელ: მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე“,- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ექიმებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს.

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში უკვე მე-9 დღეა, შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები