spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ სამხარაძე – ამაზე იუსტიციის სამინისტროს ექნება კომპეტენტური პასუხი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პასუხი ექნება.

 

“ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია. როგორც ვიცი, სხვა ქვეყანაში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმის საფუძველზე შეიძლება, იყოს მიღებული, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. ამაზე იუსტიციის სამინისტროს ექნება კომპეტენტური პასუხი, რადგან ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური საკითხი, არამედ სამართლებრივი საკითხია. 

 

რა თქმა უნდა, ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ, რადგან არ აწყობთ განხილვა სამართლებრივ ჭრილში, ვინაიდან, როგორც ჩანს, სამართლებრივ ჭრილში საქმე მაინცდამაინც კარგად არ აქვთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები