კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში 11 დღით სიცილი აკრძალა, ეს გამახსენდა, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ შიმშილობის აქციის დაწყებ შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხარო იქნება, თუ დადასტურდება ინფორმაცია, რომ შიმშილობის აქცია მიხეილ სააკაშვილის დავალებით დაიწყო.
“ძალიან სამწუხარო ამბავია. თუ ეს მართლაც ასეა და ნამდვილად არ მახარებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ამდენი ადამიანი შიმშილობის აქციას იწყებს. ეს უკვე პიროვნული კულტის სფეროში გადადის”, – განაცხადა სამხარაძემ.