ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული „რესპუბლიკების“ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
“ეს რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რომელიც საქართველოში 2008 წელს დაიწყო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.