spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ სამხარაძე – ყველანაირ ეთიკურ და მორალურ ზღვარს გადასცდა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა

ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, როცა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ასეთი სახის დაპირისპირებას ვხედავთ, – ამის შესახებ  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ერიდებიან ერთმანეთისთვის კომპრომატების მოძიებას, ამ კომპრომატების საჯაროდ გამოყენებას და ა.შ.

 

“ვხედავთ, რომ ყველანაირ ეთიკურ და მორალურ ზღვარს გადასცდა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მათი საქმეა და შიდა დაპირისპირება. ეს პროცესები ამ პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს. ამ დაპირისპირების მიზანია თავმჯდომარის სკამის მოპოვება. სკამი რისთვის სჭირდებათ? იმისთვის, რომ კეზერაშვილის დაფინანსება ჰქონდეთ და ამბიცია, რომ მომავალში ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ ჩართული ავად თუ კარგად“, – განაცხადა სამხარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები