spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ სამხარაძე – სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის მიმართ. ესეც ერთ-ერთი არამეგობრული ნაბიჯია, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის ვიცე-პრემიერის ოლგა სტეფანიშინა განცხადებას, რომ „სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან “არა”.

 

“ძალიან სამწუხარო განცხადებაა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის მიმართ. ესეც ერთ-ერთი არამეგობრული ნაბიჯია. 

 

როცა ჩვენ და მოლდოველები ყველა შეხვედრაზე ვეუბნებით, რომ სტატუსი სამივე ქვეყანას უნდა მიენიჭოს, ახლა, როცა უკრაინელები ამბობენ, რომ სტატუსი მხოლოდ უკრაინას უნდა მიენიჭოს და დანარჩენ ორს – არა, რადგან შეიძლება, ამით მას ხელი შეეშალოს, არის ყველაზე არამეგობრული ნაბიჯი. რატომ შეიძლება, მათ ეს ცალკე უნდოდეთ? შესაძლოა, მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ, უფრო მარტივად დაარწმუნონ ევროკავშირის ქვეყნები, ერთ ქვეყანას მიანიჭონ სტატუსი, ვიდრე სამს. მათი გათვლა ესაა, მაგრამ ამის თაობაზე მათ უნდა ვკითხოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები