spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ სამხარაძე – შეშფოთებული ვართ იმ ზეწოლით, რომელიც ეუთო/ოდირის მისიაზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განხორციელდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მორიგ მცდელობას. შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა არ დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება. უფრო ფართო კონტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მსგავსი მიდგომით, ჩნდება განცდა, რომ არც ეუთოს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა, მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის დასრულება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სესიაზე  ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც. მისი განცხადებით, არჩევნები საქართველოში ჩატარდა პლურალისტურ გარემოში და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

“ეს არჩევნები იყო ყველაზე უკეთ ორგანიზებული, თუმცა, ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა თუ ოფიციალურმა პირმა გადაწყვიტა არ ეღიარებინა არჩევნების შედეგები და ცდილობდნენ გაევრცელებინათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ერთ-ერთმა ევრო პარლამენტარმა ისიც კი თქვა, რომ ეუთო/ოდირი იყო იმ რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი თავისუფალი და  სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ასეთი განცხადებები მიზნად ისახავს ეუთოს რეპუტაციის შელახვას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ზეწოლით, რომელიც განხორციელდა ეუთო/ოდირის მისიაზე  გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და რომლის მიზანიც იყო საბოლოო ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენა. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას და მოგიწოდოთ პატივი სცეთ ქართველი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვენაში, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში მონაწილეობს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები