პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალში ის ჩინელ ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პარამოფარიკავეს ირმა ხეცურიანს, ის ნახევარფინალში ჩინელ შუმაი ტანთან 8:15 დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი ასევე ჩინეთის წარმომადგენელ რონ ქსიაოსთან დათმო (6:15).
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.