spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ბურჯანაძე – ახლა ერთადერთი შანსი არის ის, რომ პარლამენტი დატოვოს ოპოზიციამ

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას გამოუხმაურა და ოპოზიციას მოუწოდა, დატოვონ პარლამენტი.

 

“ეს არის აბსოლუტური უმსგავსობა, თავზე ხელის აღება, დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა, უფრო სწორად ძრავა ჩართული, რომ დაიძრას ქვეყანა სწრაფი ტემპით დიქტატურისკენ. 

 

“ქართულმა ოცნებამ” ეს გამოიყენა და ჩაიწერა დასავლეთთან ქულები. ახლა ერთადერთი შანსი არის ის, რომ პარლამენტი დატოვოს ოპოზიციამ. არავითარი აზრი ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობას ნამდვილად არა აქვს. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ახლა იმისათვის, რომ დავუბრუნოთ ვადამდელი არჩევნები”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები