spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ბურჯანაძე – დარწმუნებული ვარ, ასეთი სწავლებები კონფრონტაციის და რუსეთის გაღიზიანების გარდა არაფერს მოიტანს

კიევი: ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აქცენტი არა სამხედრო სწავლებებზე, არამედ სიტუაციის განმუხტვასა და რუსეთთან დიალოგზე უნდა გააკეთოს. ამის შესახებ Front News-ს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

 

“რაც შეეხება ნატო-ს სწავლებას, მახსოვს, როდესაც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნები ჩაატარა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებული იყვნენ რუსული წვრთნებით. ნამდვილად არ ვაპირებ ნატო-ს ან რუსეთის გამართლებას, ყოველთვის ვცდილობ ობიექტური ვიყო, მაგრამ თუ სწავლება, რომელსაც რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს, ნატო-ს შეშფოთებას იწვევს და აცხადებენ, რომ ეს უქმნის საფრთხეს სტაბილურობას რეგიონში, მაშინ, რატომ არ აქვს რუსეთს უფლება ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდეს ნატო-ს წვრთნებთან, რომელიც მის სამხრეთ საზღვრებთან ტარდება. დარწმუნებული ვარ, ასეთი სწავლებები კონფრონტაციის და რუსეთის გაღიზიანების გარდა არაფერს მოიტანს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მისივე თქმით, აუცილებელია დიალოგი და სიტუაციის განმუხტვა და არა ზესახელმწიფოს გაღიზიანება.

 

“მე დღეს მათ შორის რუსულ არხებს ვუყურებდი და ვნახე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების აღლუმი… რა საჭიროა ზესახელმწიფოს გაღიზიანება – ნატო-ს წვრთნების ჩატარება იმ ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის?! კარგად მახსოვს 2008 წლის აგვისტო, როდესაც არანაირი ნატო-ს ჯარისკაცები არ მოსულან ჩვენთან დასახმარებლად, როდესაც სამხრეთ ოსეთში ომი იყო. ამიტომ აქცენტის გაკეთება საჭიროა არა წვრთნებზე, არამედ დიალოგსა და სიტუაციის განმუხტვაზე. ეს არ ნიშნავს ნატო-ს ან ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იმის გაკეთება, რომ იყო გამაღიზიანებელი, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება მეზობელი სახელმწიფოს უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

დღეს საქართველოში საერთაშორისო სწავლება “ღირსეული პარტნიოტი 2017” ოფიციალურად გაიხსნა. წვრთნებში, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდება, მონაწილეობენ სამხედროები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები