მომღერალი ნინო ჩხეიძე და ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” კლიპს იღებენ.
გადაღებები თბილისში სტუდიურად და გარე სივრცეებში მიმდინარეობს.
სიმღერის – “მე შენ მჭირდები” მუსიკის ავტორი ბექა ნიკოლაიშვილია, ტექსტი კი “ქუჩის ბიჭებს” ეკუთვნის.
ნინო ჩხეიძისა და “ქუჩის ბიჭებისთვის” ეს პირველი თანამშრომლობაა.
კლიპის გადაღებებს Happy Dreamers Production ახორციელებს და მასზე რეჟისორები – სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე მუშაობენ.
კლიპის პრემიერა ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.