“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს.
მისივე თქმით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდებოდა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 23 საარჩევნო უბანია ისეთი, სადაც კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული კაცების რაოდენობას.
“საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს, მაგ: 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა არის 80-დან 100%-მდე იყო, ქალების აქტივობა იყო 57. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდებოდა. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული. სამართლიანი არჩევნების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან, კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20% პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალი ამომრჩევლების. გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩევლებს“, – განაცხადა დოლიძემ.