spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ამ პერიოდში სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო კამპანიის დროს ძირითადი მიგნებები გამოავლინა

წარმოგიდგენთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების მორიგ ანგარიშს, რომელიც მოიცავს პერიოდს არჩევნების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, – ამის შესახებ ISDEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა წინასაარჩევნო პერიოდში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა.

“წარმოგიდგენთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების მორიგ ანგარიშს, რომელიც მოიცავს პერიოდს არჩევნების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. ყველამ ვიცით, რომ არჩევნები ოფიციალურად გამოცხადდა 27 აგვისტოს, ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი შეფასება, თუმცა დღეს წარმოვადგენ ამ პერიოდის მიგნებებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ არჩევნები სრულად პროპორციულად იმართება და ის, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ მთავრობის დაკომპლექტებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი როლი ექნება ამ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის არჩევანშიც. ეს, რა თქმა უნდა, აისახა უკვე პოლიტიკური პარტიების ქმედებებზე და ძალიან საინტერესოა წინასაარჩევნო პერიოდში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა.

ამ პერიოდში სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო კამპანიის დროს შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა. პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ეს არის ის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კვლავ აქტიურია ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მადისკრედიტირებელი კამპანია. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიწყო კამპანია ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიები ატარებენ შეხვედრებს რეგიონებში, მათ შორის, ისინი ხვდებიან ამომრჩეველს, თუმცა, ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე ისეთი ტენდენცია და ფაქტი, რომელიც რა თქმა უნდა, აისახება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე და ამ პერიოდში ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დარღვევა, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის ან დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრის მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები.

ამ პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსული კანონის მიღების ფონზე, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გზავნილები უკვე მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიაში, კერძოდ, მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოსახულებების შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კონტექსტში იყო გამოყენებული.

ანტიკორუფციულმა ბიურომ, 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დირექტორს ხათუნა ლაგაზიძეს და ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად გამოაცხადა და ცნო. ჩვენი შედარებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ანტიკორუფციულმა ბიურომ უკანონოდ და გაუმართლებლად განმარტა კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტი და დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ რამდენიმე დღით ადრე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვნახეთ მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდების საფუძველზე ბიურომ საკუთარი გადაწყვეტილებით გააუქმა ეს გადაწყვეტილება და ბიუროს ეს ქმედება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, აჩენს კითხვებს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

ამ პერიოდში კვლავ პრობლემური იყო საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც ქვეყნის საზღვრის გარეთ ცხოვრობენ, მათი საარჩევნო უფლების რეალიზების საკითხი. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და მიუხედავად არაერთი საარჩევნო დავისა, მათ შორის, სასამართლოში ჩვენ ვნახეთ, რომ მაინც არ გაიხსნა დამატებითი უბნები. ასევე ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს, რომ ჩვენ არ გვაქვს დღემდე ზუსტი ინფორმაცია რამდენი ადამიანი არის საკონსულო აღრიცხვაზე, როგორც ამომრჩეველი, ასევე ზოგადად. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა რიცხვი ჟღერდებოდა, ამიტომ, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვუწოდეთ, რომ ზუსტი რიცხვები გაესაჯაროებინათ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც არიან ამომრჩევლები და იმ ქვეყნების მონაცემებით, სადაც არ იხსნება საარჩევნო უბნები. ამ პერიოდში ასევე მიმდინარეობდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება დაბალკონკურენტუნარიანი იყო და არ იყო ბევრი აპლიკანტი და იგივე შემიძლია ვთქვა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ცესკოს მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო ცესკოს განკარგულებით განსხვავებული ანაზღაურება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებისთვის და პარტიული წევრებისთვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის წევრები იქნებიან ისინი პარტიების მიერ დანიშნული თუ პროფესიული წევრები, მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი ანაზღაურება.

ასევე, გვინდა ვისაუბროთ დაფინანსების ნაწილზე, როგორც იცით, პოლიტიკური პარტიები იღებენ შემოწირულებებს და ასევე ისინი იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსებს და წინასაანგარიშო პერიოდთან შედარებით, ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, ასე ვთქვათ, ერთი თვის მონაცემები არის ანტიკორუფციული ბიუროს და ამ ერთთვიან ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში სამმა პოლიტიკურმა პარტიამ დაახლოებით თანაბარი შემოწირულობები მიიღეს, აქ საუბარია: კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო“, ხოლო სხვა პოლიტიკურ პატიების შემოწირულობები უფრო ნაკლები იყო. ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრეულ პერიოდში საარჩევნო კამპანიის შემოსავლების განაწილებისგან, როდესაც მმართველ პარტიას დომინანტური უპირატესობა ჰქონდა ხოლმე“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები