ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ ხალხის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკა “ოცნებას” ხშირად აფრთხილებდა.
“ძალიან სამწუხაროა აშშ-სგან ამ განცხადების მოსმენა და ჩვენ არავის არ გვსურდა ამის მოსმენა. არაერთი გაფრთხილება იყო „ქართული ოცნებისადმი“, რომ არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯები, რასაც ვხედავდით, მათ შორის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.