ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაუქმდეს. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს მხრიდან იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონი საქართველოს განვითარების საწინააღმდეგოა.
“ახლა უკვე მნიშვნელობა აქვს, როდის დაიწყება უშუალოდ პროცესზე მუშაობა, იმიტომ, რომ ეს კანონი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – არღვევს არა მარტო საქართველოს კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაუქმდეს, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ევროპული მომავლის, განვითარების და ყველაფერი მნიშვნელოვანის წინააღმდეგ მიმართული. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს მხრიდან იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
საიას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა.