spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – დღეს ევროკავშირში განიხილავენ საქართველოს საკითხს და უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებისგან ხედავდნენ ამ პროტესტს

მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავისი ლეგიტიმური პროტესტი, იმასთან დაკავშირებით, რომ არ ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ არაერთი პროტესტი, ეს ღამეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროკავშირში განიხილავენ საქართველოს საკითხს და უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებისგან ხედავდნენ ამ პროტესტს.

“საზოგადოებამ იცის, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვაა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ ვთქვით, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ჩვენ გვქონდა და გვაქვს არაერთი მტკიცებულება და ფაქტი. ვიდავეთ სასამართლოში, საარჩევნო ადმინისტრაციაში, თუმცა, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული და იყო ფორმალური პროცესები. რა თქმა უნდა, მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავისი ლეგიტიმური პროტესტი, იმასთან დაკავშირებით, რომ არ ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ არაერთი პროტესტი, ეს ღამეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროკავშირში განიხილავენ საქართველოს საკითხს და უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებისგან ხედავდნენ ამ პროტესტს, რადგან მათ აქვთ საკმაო ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რამდენად სერიოზული იყო და ეს იციან, თუმცა, მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ დაინახონ სამოქალაქო ორგანიზაციების დამოკიდებულება, ასევე საზოგადოების“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები