spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ძალიან არასასიამოვნოა ასეთი ანტიდასავლური განცხადებების მოსმენა, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირებისგან

ევროკავშირთან ჩვენ მივედით თხოვნით, იქ არავინ გეხვეწებოდა, შენ მიხვედი და უთხარი, რომ გინდოდა მისი წევრობა, ისინი გვეუბნებიან, თუ გინდა აქ ყოფნა, შენც რაღაც მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილო, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ უწყებების დამოუკიდებლობა შეიძლება იყოს მისი ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი.  “ევროკავშირთან ჩვენ მივედით თხოვნით, იქ არავინ გეხვეწებოდა, შენ მიხვედი და უთხარი, რომ გინდოდა მისი წევრობა, ისინი გვეუბნებიან, რომ მათთან არის თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები და თუ გინდა აქ ყოფნა, შენც რაღაც უნდა დააკმაყოფილო, ამიტომ, ძალიან არასასიამოვნოა ასეთი ანტიდასავლური განცხადებების მოსმენა, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირებისგან. 

 

ხელისუფლება ალბათ, ფიქრობს, რომ უწყებების დამოუკიდებლობა შეიძლება იყოს მისი ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი. 

 

ჩვენ ბოლომდე მიყვებით არჩევნების საკითხს, რაც შეეხება პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნაწილში მე ვერ შევაფასებს, მაგრამ მისი მხრიდან ნეიტრალური ინსტიტუციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაწილში’’, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები