spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის დელეგაცია არის საქართველოში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლის დელეგაცია არის საქართველოში, ეს მიანიშნებს მათ მაღალ ინტერესზე ამ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები ვერ იქნება ქართველი ხალხის ნების გამოხატულება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლის დელეგაცია არის საქართველოში, ეს მიანიშნებს მათ მაღალ ინტერესზე ამ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო კარგად ავუხსნათ ყველა ის საკითხი და ყველა ის პრობლემა, დარღვევა, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ არჩევნებზე და რის გამოც ვთქვით, რომ ეს არჩევნები ვერ იქნება ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ყველაფერი კარგად ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს და წარვუდგინოთ დამატებითი მტკიცებულება თუ ფაქტი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს გააჩნია არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები