spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო დოლიძე – გათავისუფლებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ სამსახურიდან მათი გაშვება ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება

16 დეკემბერს ცესკოს თავმჯდომარის  ბრძანების საფუძველზე ცესკოში რეორგანიზაცია დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზად სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა დასახელდა, –  ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გათავისუფლებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ სამსახურიდან მათი გაშვება ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

“16 დეკემბერს ცესკოს თავმჯდომარის  ბრძანების საფუძველზე ცესკოში რეორგანიზაცია დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზად სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა დასახელდა, გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ. გათავისუფლებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ სამსახურიდან მათი გაშვება ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ნაწილისთვის კი დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზები. ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან ის პიროვნებები, რომლებმაც ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელებას საჯაროდ დაუჭირეს მხარი. ზოგიერთი კი მათ გათავისუფლებას 16 ნოემბერს ცესკოში მომხდარ ფაქტს უკავშირებს, როდესაც გიორგი კალანდარიშვილს ცესკოში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები