spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ისინი ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა სერიოზული დარღვევები იყო ამ არჩევნებზე

ყველა ჩვენ-ჩვენი დაკვირვების შედეგები მივაწოდეთ და ნიშანდობლივია ის, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა სერიოზული დარღვევები იყო ამ არჩევნებზე და ამან, როგორ იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე , – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბრის თემა იყო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები.

“იმ დროს, როდესაც ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები და ყველა ვსაუბრობთ იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც არჩევნებზე გამოვლინდა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არჩევნები ვერ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთი ძალიან მაღალი დონის ვიზიტი. ეს აჩვენებს ინტერესს იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპელებს, რომლებსაც სურთ მუდამ ჩვენ გვერდით დგომა, უნდათ, რომ უფრო მეტად იცოდნენ, რა მოხდა არჩევნების დროს. შესაბამისად, საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები, რამაც არჩევნებზე გავლენა იქონია. ყველა ჩვენ-ჩვენი დაკვირვების შედეგები მივაწოდეთ და ნიშანდობლივია ის, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა სერიოზული დარღვევები იყო ამ არჩევნებზე და ამან, როგორ იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის საკითხი არჩევნების შედეგები და ქვეყნის საგარეო კურსი იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები