spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო დოლიძე – მათ უნდათ, რომ საბჭოთა საქართველოში, რუსეთში ვიცხოვროთ, თუმცა მე ძალიან მახარებს მედეგობა, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს

მათ უნდათ, რომ საბჭოთა საქართველოში, რუსეთში ვიცხოვროთ, თუმცა მე ძალიან მახარებს მედეგობა, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს, – მის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საწადელს ვერ მიაღწია.

“იმდენად კონსპირაციულ თეორიებში ცდილობს “ქართული ოცნება” საზოგადოება აცხოვროს, რომ ამის სერიოზულად შეფასებაც კი გვიჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კონსპირაციულ და შეთქმულების თეორიებზე დგას “ქართული ოცნება”.

მე, რა თქმა უნდა, მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” საწადელს ვერ მიაღწია. მათ უნდათ, რომ საბჭოთა საქართველოში, რუსეთში ვიცხოვროთ, თუმცა მე ძალიან მახარებს მედეგობა, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რა არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ვიცით – სად გვინდა, რომ ეს ქვეყანა წავიდეს. გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, ევროპული და ცივილიზებული”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები