ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს თანასწორი, დაცლილი იყოს ყოველგვარი ძალადობისგან, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს თანასწორი, დაცლილი იყოს ყოველგვარი ძალადობისგან და თანაბარ პირობებში იყოს ყველა პოლიტიკური პარტია, ვისაც შეეძლება, ჩავიდეს სხვადასხვა რეგიონში და შეხვდეს საკუთარ მოქალაქეებს და ისაუბრონ თავიანთ კამპანიაზე. ამიტომ, მსგავსი ფაქტი, როდესაც ნიკა მელიას დაესხნენ თავს, აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს, იმიტომ, რომ დაუშვებელია ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში საარჩევნო ოფისის გახსნისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და სახის არეში დაარტყა.