ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხის აქტიურობა. ჩვენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია ყველაფერს გავაკეთებთ მათი ხმებისა და უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არაკონსტიტუციურია.
“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ ეს არის კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული კანონი.
შემდგომი ეტაპი უკვე იქნება ქართველი ხალხის გააქტიურება საარჩევნოდ. ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხის აქტიურობა ამ არჩევნებში და ჩვენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია გავაკეთებთ ყველაფერს, ერთი მხრივ, ამომრჩევლის ინფორმირებისთვის და მეორე მხრივ, მათი ხმებისა და უფლებების დასაცავად”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.