ჩვენ არ ვაპირებთ “რუსული კანონის” მიხედვით რეგისტრაციას, იმიტომ, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებებს, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
“ჩვენ არ ვაპირებთ “რუსული კანონის” მიხედვით რეგისტრაციას, იმიტომ, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებებს, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასევე, რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ამიტომ, ცხადია, რომ ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ რეგისტრაციას და არც დავრეგისტრირდებით”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაცია უკვე დასრულდა. სარეგისტრაციო დრო ორგანიზაციებს 18:00 საათამდე ჰქონდათ.