spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თუ უნდათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნამდვილად შეუძლიათ

ამ კანონს ექნება მყისიერი ზიანი განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს ვაკვირდებით. მათ შეუძლიათ, დაიწყონ მონიტორინგი და იძულების წესით დაგვარეგისტრირონ, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო, ამაზე მოლოდინი სხვადასხვაგვარია.

“ეს არ არის პროცესი, რომელიც წინასწარ არის გადაწყვეტილი და ნამდვილად შეიძლება აქ მსჯელობა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეიძლება აქ იყოს პოლიტიკური მდგენელი, ამიტომ, შესაძლოა, ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდეს, ან შეიძლება, დაინტერესებული იყვნენ არგუმენტებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თუ უნდათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნამდვილად შეუძლიათ, რომ ქვეყნისთვის დღეს ეს გააკეთონ. მოლოდინები არის შერეული.

ამ კანონს ექნება მყისიერი ზიანი განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს ვაკვირდებით. მათ შეუძლიათ, დაიწყონ მონიტორინგი და იძულების წესით დაგვარეგისტრირონ”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები