spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე

ხმების დათვლის დროს ორგანიზაციას მასშტაბური პრობლემები არ დაუფიქსირებია, თუმცა, ხაზს ვუსვამთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე, –  ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე შეიმჩნეოდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთობლივად უნდა იქნეს შეფასებული, არჩევნების დღის საბოლოოდ შეფასებისთვის და გამოყოფს წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე მიგნებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება არჩევნების დღის შეფასებასთან.  მათ შორის, უმნიშვნელოვანესია მმართველი პარტიის მხრიდან  წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო რესურსებზე უპირატესობა, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროგრამას და საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობას.

წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშავების ფაქტებმა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ სამართლიანი არჩევნები ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების დათვლის დროს ორგანიზაციას მასშტაბური პრობლემები არ დაუფიქსირებია, თუმცა, ხაზს ვუსვამთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე. არჩევნების დღეს შეიმჩნეოდა დარღვევების და ინციდენტების სიმრავლე, საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას, გამოვლინდა მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები, დამკვირვებლების დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობისა და გაძევების შემთხვევები. რამდენიმე უბანზე გამოვლინდა ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები