spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ვგმობ ყოველ ასეთ ქმედებას, რომელიც მიმართულია პოლიტიკოსების წინააღმდეგ

ეს არის ინსტიტუტზე თავდასხმა. მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე იმედი მაქვს, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არც სალომე ზურაბიშვილთან და არც სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს.

“ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და ვერც სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გამოძიებას. ზოგადად, ვიცით, ქვეყანაში რა მდგომარეობაა, როგორც გამოძიების ნაწილში, ასევე სამართლის აღსრულების ნაწილში. ამიტომ, მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე იმედი მაქვს, მაგრამ ვგმობ ყოველ ასეთ ქმედებას, რომელიც მიმართულია პოლიტიკოსების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს არ არის კონკრეტულ პერსონაზე თავდასხმა, არამედ ეს არის ინსტიტუტზე თავდასხმა”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები