საკითხი არ დგას იმაზე, რა ვალდებულება აიღო ევროპის კავშირმა სამი წლის წინ ომი რომ დაიწყო, არამედ საკითხი დგას, რომ ისინი რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების პრობლემებს ხედავენ საკუთარ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა თავის დედაქალაქებზე რუსეთის თავდასხმას მოელის.
“ჩემი აზრით, მაკრონთან შეხვედრის ზედაპირულმა ფოტოებმა სწორედ ის გამოაჩინა, რომ ევროპა ამ პოზიციიდან უკან დახევას არ აპირებს, არა იმიტომ, რომ პრინციპული პოზიცია აქვს ამ თამაშში, ალბათ ესეც, მაგრამ იმიტომ, რომ ახლა საკითხი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის უსაფრთხოებას ეხება.
აქ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საკითხი არ დგას იმაზე, რა ვალდებულება აიღო ევროპის კავშირმა სამი წლის წინ ომი რომ დაიწყო, არამედ საკითხი დგას, რომ ისინი რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების პრობლემებს ხედავენ საკუთარ ტერიტორიაზე და საკუთარ საზღვართან. მათ შორის, მოელიან ევროპის დედაქალაქებზე თავდასხმას”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.