ამ ბიჭებს და ამ ხელისუფლებას ერთი სამშობლო არ აქვთ, გასაკვირიც იქნებოდა, რომ მათ ქართველი მეომრების მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონოდათ, – ამის შესახებ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სინამდვილეში რუსულ ოცნებას წარმოადგენს და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწევა.
“ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გარდა იმისა, რომ სტრატეგიულ დონეზე რუსულ პოლიტიკას ატარებს, საპატიმროებიდან გამოუშვეს რუსი ჯაშუშები. ისინი გამოვიდნენ არა დიპლომატიური ქოლგის ქვეშ, რომ რუსეთთან ახალი ფურცლიდან იწყებდნენ მოლაპარაკებებს, არამედ გამოუშვეს პოლიტპატიმრების სტატუსით, მაშინ საზოგადოების განწყობა სხვანაირი იყო და ასეთი ძალიან მკვეთრი ნიშნები მაშინ არ იკითხებოდა, დღეს უკვე ბევრი რამ ძალიან ნათელი გახდა, ეს 10 წელი სისტემურად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ღალატი იყო, ამიტომ გასაკვირი იქნებოდა დღეს რომ მათ ქართველი მეომრების მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონოდათ. სიმბოლურადაც კი არ გამონახერს ვინმე, რომ მათთის პატივის მისაგებად გაეშვათ, რაც იყო განაცხადი მოსკოვისათვის“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, დავით რატიანისა და გია ბეროშვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ არ მიიღო. დაღუპული გმირების პანაშვიდზე კი, მმართველი გუნდიდან მხოლოდ თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა. აეროპორტში გმირების ჩამოსვენებისას ოფიციალური პირებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.