ეს არჩევნები ლეგიტიმურად არავის უღიარებია, ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ დასჯილი ბავშვივით იყო კუთხეში დაყუდებული ამხელა პრემიერ-მინისტრი იქ, სადაც არ ეკუთვნოდა დაჯდომა, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რომ არა ვიქტორ ორბანის მოწვევა სამიტზე, ირაკლი კობახიძე იქ საერთოდ ვერ აღმოჩნდებოდა.
“უპრეცედენტოდ შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი მილოცვის ნაცვლად პირდაპირ მითითებას აკეთებს იმაზე, რომ საქართველოში დარღვევები იყო და რომ ეს დარღვევები სასწრაფო გადახედვას საჭიროებს.
ხომ გააჩნია გაყალბების მასშტაბს და ხარისხსაც. სისტემური დარღვევები იყო თავზე ხელაღებული. გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ თქვენ არავინ არ ხართ და ჩვენ რასაც გადავწყვეტთ, იმას ვწერთო.
ამდენი ხანია, არჩევნები ჩატარებულია და არცერთ მოკავშირეს ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ უღიარებია, ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ დასჯილი ბავშვივით იყო კუთხეში დაყუდებული ამხელა პრემიერ-მინისტრი იქ, სადაც არ ეკუთვნოდა დაჯდომა დიპლომატიური პროტოკოლით და მას არავინ ესაუბრებოდა. რომ არა ორბანი, როგორც მიმწვევი სახელმწიფო, ის საერთოდ არ იქნებოდა ასეთ სამიტზე”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.