spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო კალანდაძე – ჩვენი ამოცანაა, რომ ორბანმა არ გამოიყენოს ვეტოს უფლება და გააცნობიეროს, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო

ჩვენი ამოცანაა, რომ ორბანმა  არ გამოიყენოს ვეტოს უფლება და გააცნობიეროს, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, დემოკრატია, რეგიონი, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ უნგრეთის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას აქვს ბერკეტები და შესაძლებლობები, რომ თავი შეიკავოს და არ გამოიყენოს ვეტოს უფლება.

“ჩვენი მთავარი სურვილი და მოთხოვნა არის ორი რამ: ორბანმა გამოიჩინოს ისეთივე მტკიცე პოზიცია, როგორიც 2012 წელს ჰქონდა პუტინის წინააღმდეგ. ვინაიდან, მას ყველაზე კარგად ესმის სინამდვილეში, რას ემსახურება დღეს პუტინისტური პოლიტიკა და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი, გვინდა, რომ აქტიური ქმედებებისგან შეიკავოს თავი. ჩვენი ამოცანაა, რომ მან არ გამოიყენოს ვეტოს უფლება და გააცნობიეროს, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, დემოკრატია, რეგიონი და მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენც მოვიპოვოთ ევროკავშირის დროშა, როგორც მათ. მას აქვს ბერკეტები და შესაძლებლობები, რომ თავი შეიკავოს და არ გამოიყენოს ვეტოს უფლება”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

თბილისში, უნგრეთის საელჩოსთან დიპლომატების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უნგრეთის ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მიმართავენ, ევროპელ კოლეგებს სანქციების დაწესებაში ხელი არ შეუშალოს და საკითხს ვეტო არ დაადოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები